Repeater TFT IRIS/SIMPO რეპიტერი 7'' LCD ეკრანით
მარაგშია
Teletek

Repeater TFT IRIS/SIMPO რეპიტერი 7'' LCD ეკრანით

0
მარაგშია

აღწერა

Repeater TFT IRIS/SIMPO რეპიტერი 7'' LCD ეკრანით არის მოწყობილობა, რომელიც იმეორებს SIMPO და IRIS საკონტროლო პანელების მიერ ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას. გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა პანელის მართვა და მონიტორინგი მოშორებული ადგილიდან. პანელისა და რეპიტერის დაკავშირება ხდება RS485 ინტერფეისის ან სტანდარტული LAN ქსელის მეშვეობით. RS485 ინტერფეისის შემთხვევაში საჭიროა დამატებით Redundant ქსელის მოდულის გამოყენება, ხოლო LAN ქსელის ინტერფეისი უკვე ჩაშენებული მოწყობილობაში. მახასიათებლები: - 7" TFT სენსორული ეკრანი LCD - LED ინდიკატორები - Micro USB პორტი პროგრამირებისთვის - ჩაშენებული RS485 ქსელის მოდული - ჩაშენებული LAN მოდული - 64-მდე კვანძი ქსელში – RS485 - პანელებს შორის მანძილი 1კმ-მდე - ყველა ქსელის პანელის გადატვირთვა/ევაკუაცია/გაჩუმება - IRIS და SIMPO-თან თავსებადი - თხელი დიზაინი - მრავალენოვანი მხარდაჭერა - სერთიფიცირებული EN54-2 სტანდარტით

რაოდენობა:
1
გარანტია: 2 წელი

კოდი: Repeater TFT IRIS/SIMPO

კატეგორია: addressable-panels

შეკვეთა, მიწოდება და გარანტია

როგორ შევუკვეთოთ

შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.

მიწოდება

მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.

გარანტია და სერვისი

ამ პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია, 2 წელი. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.

მონტაჟი და კონსულტაცია

ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.