
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები
აღწერა
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია iRIS8 და iRIS4 მისამართული პანელებთან. მოდული იკვებება უშუალოდ მარყუჟის ხაზით და მისი კონტროლი შესაძლებელია საკომუნიკაციო პროტოკოლით. iRIS8 და iRIS4 მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE-A უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში. მახასიათებლები: - სერთიფიცირებულია EN 54-18; EN 54-17; EN 54-25 სტანდატით - ინტეგრირებული იზოლატორი - 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში - ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება - 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში - დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი - LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
კოდი: Natron Gateway WE-A
კატეგორია: wireless-panels
შეკვეთა, მიწოდება და გარანტია
როგორ შევუკვეთოთ
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.
მიწოდება
მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.
გარანტია და სერვისი
ამ პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია, 1 წელი. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.
მონტაჟი და კონსულტაცია
ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.