L-S/1771262879379-ykqqd8.jpg)
iRIS8 (1-4)L-S მისამართული სახანძრო პანელი, მაქს. 8 წრედზე (Loop Extension-ის ყუთით), ქართ. მენიუთი
აღწერა
IRIS8 არის სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის მართვის პანელი, სენსორული LCD ეკრანით და ქართულენოვანი მენიუთი. IRIS8 არის ყველაზე მძლავრი ფუნქციონალის მქონე პანელი Teletek-ის პორტფოლიოში. გააჩნია 8 წრედამდე და 2000 მოწყობილობამდე გაფართოვების საშუალება. 4 ცალი წრედის გამაფართოვებელი თავსდება IRIS8-ს ყუთში, ხოლო დამატებითი 4 გამაფართოვებელი - iRIS8 (0) Loop Extension მუდულურ ყუთში შესაძლებელია 64-მდე iRIS8-ს პანელის დაკავშირება წრედში, რაც მას იდეალურს ხდის პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის და უსაფრთხოების მოთხოვნების მქონე ობიექტებისთვის მახასიათებლები: - ქართულ ენაზე ადაპტირებული მენიუ - 1-დან 8-მდე წრედამდე გაფართოვების საშუალება - მაქს. 250 მოწყობილობა წრედში, ჯამურად 2000-მდე მოწყობილობა - 10000-მდე მოვლენის შენახვის საშუალება - 7” TFT (ფერადი) ეკრანი - 200 LED ინდიკატორი განგაშის ზონებისთვის - ხანძარმქრობი პანელის სიგნალების მიმღები (Input) - ერთიდაიგივე მისამართის მქონე მოწყობილობის გამოვლენა და ზუსტი მდებარეობის ჩვენება წრედში - მოკლე ჩართვის აღმოჩენა და ზუსტი მდებარეობა წრედში - წრედის წყვეტის აღმოჩენა - ModBUS TCP/IP პროტოკოლი - კომპანიის ლოგოს ცვლილების საშუალება მთავარ ეკრანზე - Cloud server - მობილური აპლიკაციით წვდომა დისტანციური კონტროლისთვის - ჩაშენებული LAN ქსელის მოდული
კოდი: iRIS8 (1-4)L-S
კატეგორია: addressable-panels
შეკვეთა, მიწოდება და გარანტია
როგორ შევუკვეთოთ
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.
მიწოდება
მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.
გარანტია და სერვისი
ამ პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია, 2 წელი. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.
მონტაჟი და კონსულტაცია
ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.