IP კამერა PT, TC-H332N 9DA-4, 3MP/4mm/Wifi/Color/SD/mic/spek, Tiandy
მარაგშია
Tiandy

IP კამერა PT, TC-H332N 9DA-4, 3MP/4mm/Wifi/Color/SD/mic/spek, Tiandy

121
მარაგშია

აღწერა

TC-H332N 9DA-4 არი შიდა გამოყენების Wi-Fi PT (Pan/Tilt) კამერა 3MP გარჩევადობით (2304×1296). მოწყობილობას აქვს პლასტმასის კორპუსი და აღჭურვილია ჩაშენებული მიკროფონითა და დინამიკით ორმხრივი აუდიო კავშირისთვის. კამერა იკვებება USB Type-C პორტით, იტევს 256GB-მდე მეხსიერების ბარათს და აქვს 15 მეტრამდე IR ღამის ხედვის მანძილი. ასევე კამერა აღჭურვილია Colour Maker ფუნქციით, რაც საშუალებას იძლევა მიიღოთ ფერადი გამოსახულება. მახასიათებლები: - 3MP მაღალი გარჩევადობა დეტალური ვიდეოსთვის (2304×1296 @20fps) - მოძრავი ობიექტის ავტომატური მიდევნების ფუნქცია (Auto-Tracking) - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი ხმოვანი კავშირისთვის - ღამის ხედვა 15 მეტრამდე (IR) და დამატებითი თეთრი განათება (10 მეტრამდე) - მოქნილი მართვა: ბრუნვა (Pan) 0-350° და დახრა (Tilt) -25-90° - თავსებადია EasyLive Plus მობილურ აპლიკაციასთან და აქვს ჭკვიანი განგაშის (Smart Alarm) ფუნქცია

რაოდენობა:
1

ტექნიკური მახასიათებლები

კვება
DC5V±5% USB type-C (Max. 5W)
ენერგომოხმარება
მაქსიმუმ 5W
მატრიცა
1/3" CMOS
მაქს. რეზოლუცია
3MP (2304x1296) 20 კადრი წამში
ხედვის რეჟიმი
დღე-ღამის რეჟიმი ICR ფილტრით და ავტომატური გადართვით
ვიდეო კომპრესია
S+265, H.265, S+264, H.264
ობიექტივი
4 მმ ფიქსირებული ობიექტივი
ხედვის კუთხე
51° (H); 26.3° (V); 60.3° (D)
მინიმალური განათება
ფერადი: 0.02Lux (F2.0, AGC ჩართულია); შავ-თეთრი: 0 Lux (IR-ით)
ღამის ხედვა
ინფრაწითელი (IR) განათება 15 მეტრამდე
თეთრი განათება
10 მეტრამდე (White LEDs)
აუდიო
ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკი
დაცვის რეიტინგი
Surge 500V; ESD 6000V
სამუშაო პირობები
ტემპერატურა: -10°C-დან +45°C-მდე; ტენიანობა: 95%-მდე
ზომები
80 x 80 x 113 მმ
წონა
0.36 კგ (მთლიანი წონა)

კოდი: 914816

კატეგორია: სათვალთვალო კამერები

შეკვეთა, მიწოდება და გარანტია

როგორ შევუკვეთოთ

შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.

მიწოდება

მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.

გარანტია და სერვისი

პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია; ზუსტ ვადას შეკვეთამდე დაგიდასტურებთ. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.

მონტაჟი და კონსულტაცია

ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.

იხილეთ სხვა სათვალთვალო კამერები ჩვენს კატალოგში.