
UM5-F19 უსაფრთხოების რელე (I/O Module)
აღწერა
UM5-F19 არის უსაფრთხოების რელეს I/O მოდული, ეს მოწყობილობა საშუალებას აძლევს გარე გამოძახების პანელს (Door Station) მართოს ორი დამოუკიდებელი კარი ერთდროულად, მაგალითად: მთავარი შესასვლელი კარი და ავტოფარეხის კარი. მოდულის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ლიფტის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია — კარის გაღების შემდეგ, ლიფტი ავტომატურად ჩამოდის პირველ სართულზე მაცხოვრებლის ან სტუმრის დასახვედრად. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოწყობილობას აქვს სახანძრო სისტემასთან დაკავშირებვის (Fire Linkage) შესაძლებლობა და გაღების დროის რეგულირების ფუნქცია. მახასიათებლები: - ორი რელე - ორი გასასვლელი ღილაკი - გაღების დროის რეგულირება
ტექნიკური მახასიათებლები
- კვება
- DC12V ±10%
- გაღების დენი (Unlock Current)
- მაქსიმუმ 3.5 A
- ლოდინის რეჟიმის სიმძლავრე
- 1 W
- ნომინალური სიმძლავრე
- 1 W
- RS485 პორტი
- 1
- გასასვლელი ღილაკი
- 2
- სახანძრო სისტემასთან კავშირი
- კი
- გაღების დროის რეგულირება
- კი
- სამუშაო ტემპერატურა
- -40°C + 55°C
- შენახვის ტემპერატურა
- -40°C + 70°C
- სამუშაო ტენიანობა
- 10% - 90% (კონდენსაციის გარეშე)
- ზომები
- 114.5 × 57.5 × 34 მმ
კოდი: 914680
კატეგორია: სათვალთვალო კამერები
შეკვეთა, მიწოდება და გარანტია
როგორ შევუკვეთოთ
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.
მიწოდება
მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.
გარანტია და სერვისი
პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია; ზუსტ ვადას შეკვეთამდე დაგიდასტურებთ. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.
მონტაჟი და კონსულტაცია
ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.
იხილეთ სხვა სათვალთვალო კამერები ჩვენს კატალოგში.