
FS1018PS1 16-პორტიანი PoE+ სვიჩი 10/100M, 2 გიგაბიტიანი Uplink და 1 SFP პორტით 200W
აღწერა
FS1018PS1 არის 19-პორტიანი სვიჩი. ეს მოდელი აერთიანებს 16 ცალ 10/100 Mbps PoE პორტს (კამერებისთვის) და 3 გიგაბიტურ Uplink პორტს (2x RJ45 + 1x SFP). სვიჩის ჯამური სიმძლავრე 180W-ია. მას გააჩნია ინტელექტუალური AI Watchdog ფუნქცია, რომელიც ავტომატურად გადატვირთავს გაჭედილ პორტს, თუ კამერა შეწყვეტს რეაგირებას (აქტიურდება VLAN და Extend რეჟიმებში), ასევე მას აქვს 2 სპილენძის და 1 ოპტიკური პორტი, რაც უზრუნველყოფს ვიდეო ნაკადის შეუფერხებელ გადაცემას სერვერამდე. მახასიათებლები: - 16× 10/100M PoE პორტი + 2× გიგაბიტური Ethernet Uplink პორტი + 1× გიგაბიტური SFP Uplink პორტი. - IEEE802.3, IEEE802.3u, IEEE802.3x, IEEE802.3af/at სტანდარტების და Store-and-Forward (შენახვა და გადაცემა) მეთოდის მხარდაჭერა. - თავსებადია IEEE802.3at (30W) და IEEE802.3af (15.4W) სტანდარტებთან. - Ethernet პორტებს გააჩნია 10/100M სიჩქარის ავტომატური ადაპტაციისა და PoE ფუნქციების მხარდაჭერა. - ნაკადის კონტროლის რეჟიმი: სრული დუპლექსისთვის (full-duplex) იყენებს IEEE 802.3x სტანდარტს, ხოლო ნახევარ-დუპლექსისთვის (half-duplex) — Back pressure სტანდარტს . - პორტების ავტომატური გადართვის (Auto MDI/MDIX) მხარდაჭერა. - ყველა პორტს გააჩნია Wire-speed (ხაზის სიჩქარით) კომუტაციის მხარდაჭერა. - ავტომატური მიწოდება ადაპტირებადი მოწყობილობებისთვის. - პანელის ინდიკატორები ახდენენ სტატუსის მონიტორინგს და გეხმარებათ ხარვეზების ანალიზში. - VLAN რეჟიმისა და 250 მეტრზე გადაცემის (Extend) რეჟიმის მხარდაჭერა. - 1U ზომის საკომუნიკაციო კარადაში (Rack) მონტაჟის მხარდაჭერა.
ტექნიკური მახასიათებლები
- კვება (Input)
- AC 100-240V, 50/60Hz
- გამტარობა (Bandwidth)
- 9.2 Gbps
- გამომავალი ძაბვა
- DC 44-57 V (Datasheet-ში მითითებულია DC 48-55V )
- ჯამური PoE სიმძლავრე
- 200W
- PoE პორტები
- 16 × 10/100 Mbps PoE+ RJ45
- Uplink პორტები
- 2 × 10/100/1000 Mbps RJ45 (Gigabit Ethernet)
- SFP სლოტი
- 1 × Gigabit SFP (ოპტიკა)
- ჯამური პორტები
- 19 ფიზიკური ინტერფეისი
- PoE სტანდარტი
- IEEE 802.3af (15.4W) / IEEE 802.3at (30W)
- პინების განლაგება
- 1/2 (+), 3/6 (-)
- პაკეტების გადაცემა
- 6.8 / 6.84 Mpps
- MAC ცხრილი
- 2K
- Packet Buffer
- 3 Mbit
- გადაცემის მეთოდი
- Store-And-Forward
- სამუშაო ტემპერატურა
- -10°C ~ 50°C (QIG) / -20°C ~ 50°C (Datasheet)
- მონტაჟი
- Desktop / 1U Rack Mount (სამაგრი მოყვება)
- ზომები
- 320 × 207 × 45 მმ
- წონა
- 1.61 კგ (ნეტო)
კოდი: 914636
კატეგორია: სათვალთვალო კამერები
შეკვეთა, მიწოდება და გარანტია
როგორ შევუკვეთოთ
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.
მიწოდება
მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.
გარანტია და სერვისი
პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია; ზუსტ ვადას შეკვეთამდე დაგიდასტურებთ. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.
მონტაჟი და კონსულტაცია
ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.
იხილეთ სხვა სათვალთვალო კამერები ჩვენს კატალოგში.