
MAG 4P სახანძრო პანელი, 4 ზონა
აღწერა
MAG 4P არის არამისამართული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის პანელი, რომელსაც გააჩნია 4 ფიქსირებული ზონა და შეესაბამება EN54-2/4 სტანდარტებს. თითო ზონაშე შესაძლებელია 32-მდე TELETEK-ის და 20-მდე სხვა მწარმოებლის არამისამართული დეტექტორის მიერთება. განგაშის ღილაკების რაოდენობა შეზღუდული არ არის თითო ზონაზე. MAG4P მოთავსებულია პლასტმასის ყუთში. პანელი მარტივია ინსტალაციისა და მოვლისთვის, ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის კომფორტულ ყოველდღიურ მოხმარებას. მახასიათებლები: - სერთიფიცირებული EN54-2/4 სტანდარტით - 4 სრულად მონიტორებადი ზონა - 32 დეტექტორის და შეუზღუდავი რაოდენობის ღილაკების მიერთების საშუალება თითო ზონაზე - 2 ცალი სირენების მონიტორებადი გამოსასვლელი, 300mA თითო - 2 ცალი სარელეო გამოსასვლელი, განგაშის და გაუმართაობების შეტყობინებისთვის - LED ინდიკატორები - უსაფრთხოების გასაღები - პლასტმასის ყუთი
ტექნიკური მახასიათებლები
- კვება
- ~230 VAC ± 10%
- სიხშირე
- 50/60Hz
- სარეზერვო კვების წყარო (აკუმულატორი)
- 1 x 12V/ 7Ah
- მოხმარება (მთავარი კვების წყარო და სრულად დამუხტული აკუმულატორი)
- 700 mA
- სამუშაო ტემპერატურა
- 0°C-დან +40°C-მდე
- წონა (ბატარეის გარეშე)
- 2,1კგ
- ყუთის ზომები
- 340x290x100 მმ
კოდი: 31020019
კატეგორია: სახანძრო სისტემები
შეკვეთა, მიწოდება და გარანტია
როგორ შევუკვეთოთ
შეკვეთა შეგიძლიათ გააფორმოთ კალათის საშუალებით ან პირდაპირ WhatsApp-ით, ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტყობინება პროდუქტის დასახელებითა და რაოდენობით ავტომატურად ივსება. თუ რამდენიმე პოზიციაა საჭირო ან სისტემის აწყობაზე ფიქრობთ, მოგვწერეთ: კონფიგურაციას ერთად შევადგენთ.
მიწოდება
მარაგში არსებული პოზიციები იგზავნება შეკვეთის დადასტურებისთანავე. თბილისში მიწოდება ხდება უმოკლეს ვადაში, საქართველოს რეგიონებში, კურიერული სერვისით. მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთის დროს დაგიდასტურებთ.
გარანტია და სერვისი
პროდუქტს მოყვება მწარმოებლის გარანტია; ზუსტ ვადას შეკვეთამდე დაგიდასტურებთ. გარანტიის ვადაში ხარვეზის შემთხვევაში მოწყობილობა შემოწმდება და შეიცვლება ან შეკეთდება. გარანტიის ამოწურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი და ნაწილების შეცვლა.
მონტაჟი და კონსულტაცია
ვახორციელებთ მონტაჟს, ქსელის გაწყობას, მოწყობილობის კონფიგურაციასა და მობილურ აპლიკაციაში წვდომის დაყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეესაბამება თუ არა ეს მოდელი თქვენს ობიექტს, დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან. კონსულტაცია უფასოა.
იხილეთ სხვა სახანძრო სისტემები ჩვენს კატალოგში.